„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კრიშტიანუ რონალდუზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის უკვე წარსულია - „მანჩესტერში“ მხოლოდ მომავალზე ფიქრობენ.
„რონალდუ წავიდა, უკვე წარსულია. ახლა წინ ვიყურებით და მომავალზე ვართ ორიენტირებული. გუნდის რეორგანიზაციასა და თამაშის სტილის შეცვლას დრო სჭირდება“, - თქვა ტენ ჰაგმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგა 26 დეკემბერს განახლდება. კრიშტიანუ რონალდუ კი, ამჟამად თავისუფალი აგენტია და მას აქტიურად საუდის არაბეთის კლუბს, „ალ ნასრსს“ უკავშირებენ.