ფეხბურთი

10:21 | 7.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ ,,ალ სადთან" მიღწეული შეთანხმების შესახებ ჭორები უარყო

რამდენიმე დღის წინ ესპანურმა MARCA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი 2023 წლის 1 იანვრიდან საუდის არაბეთში ითამაშებდა, ეს ინფორმაცია კი რონალდუმ თავად უარყო.



შვეიცარიასთან მატჩის დასრულების შემდგომ, რამდენიმე ჟურნალისტმა მისთვის ამ შეკითხვის დასმა მოასწრო, რაზეც რონალდომ მოკლედ უპასუხა, რომ ეს ამბავი სიცრუეა და იგი სიმართლეს არ შეესაბამება.

გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუმ ,,მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ არჩევანი სწორედ საუდის არაბეთის კლუბ ,,ალ ნასრზე" შეაჩერა, სადაც მისი ანაზღაურება წელიწადში 200 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო და ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდებოდა.

0.11576