სხვა

23:57 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კუბაში ქალ მოკრივეებს მწვანე შუქი ისევ აუნთეს

კუბაში 1959 წლის შემდეგ პირველად, ქალ მოკრივეებს ტურნირებში ასპარეზობის უფლება დაუბრუნეს. კუბელ ქალ მოკრივეებს, შეჯიბრებში მონაწილეობა კუბის 1959 წლის რევოლუციის შემდეგ ჰქონდათ აკრძალული.

თავისუფლების კუნძულის მამაკაცი მოკრივეები მსოფლიოში აღიარებულები არიან - მათ ოლიმპიურ თამაშებზე 41 ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული. და ეს მხოლოდ მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადის შემდეგ, როდესაც კუბა ოლიმპიურ თამაშებზე დააბრუნეს.

მაგრამ ათწლეულების განმავლობაში, კუბელ ქალ მოკრივეებს, კარიერის შესაქმნელად ერთადერთი გზა ჰქონდათ - ემიგრაცია. მხოლოდ ამ შემთხვევაში ეძლეოდათ უმაღლეს დონემდე განვითარების შანსი.

კუბის სპორტის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი არიელ საინსი ამბობს, რომ ქალ მოკრივეთა მეშვეობით, ოლიმპიადებზე მედლების ჩათვლაში, კუბას წინ წაწევის შესაძლებლობა ექნება.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ქალი მოკრივეები ოლიმპიურ თამაშებზე 2009 წლიდან დაუშვა. პირველად ქალმა მოკრივეებმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე იასპარეზეს. მაგრამ ამ ტურნირებში კუბელ ქალებს არ უასპარეზიათ.

საინტერესოა, რომ აქამდე კუბელ ქალებს აქამდე არ ეკრძალებოდათ ისეთ „კაცურ“ სახეობებში ასპარეზობა, როგორებიცაა ჭიდაობა, ძალოსნობა, კარატე, ტაეკვონდო, ძიუდო.

0.118397