ფეხბურთი

15:23 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს 250

საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა, კილიან მბაპემ, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პოლონელების წინააღმდეგ (3:1) დუბლი შეასრულა და ჯამში, კარიერაში 250 გოლი მოუგროვდა - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta.

პოლონელებთან მატჩი კილიანისთვის 360-ე გამოდგა კარიერაში. ანუ, ამ რაოდენობის გოლების გასატანად მას 150 შეხვედრით ნაკლების ჩატარება მოუწია, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუს (510) და 19-ით ნაკლები, ვიდრე ლიონელ მესის (379).

მბაპე მიმდინარე მუნდიალის ბომბარდირთა დავაშიც ლიდერობს - ოთხ მატჩში მან ხუთი ბურთი გაიტანა.

ტურნირის მეოთხედფინალში ფრანგები ინლისელებს შეხვდებიან. მატჩი 10 დეკემბერს გაიმართება ელ-ბაითში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.121266