ლეგენდარული კამერუნელი ფეხბურთელი და ამჟამად კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სამუელ ეტო’ო სკანდალში გაეხვა.
ის ბრაზილიისა და სამხრეთ კორეის მატჩს დაესწრო, რომლის დასრულების შემდეგ სტადიონის გარეთ ერთ-ერთ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და საქმე იქამდეც მივიდა, რომ კამერუნელმა მას წიხლი ჩაარტყა.
ეტო’ო გულშემატკივრებთან ფოტოებს იღებდა, როდესაც მას ჟურნალისი კამერით მიუახლოვდა. შემდეგ კი სიტუაცია დაიძაბა, სამუელმა საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და გულშემატკივარს გაეკიდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვები მის დაშოშმინებას ცდილობდნენ, ეტო’ომ მაინც მოახერხა უცნობი პირისთვის ფიზიკურად გასწორება.
სამუელს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც გაირკვა, ეტო'ომ ალჟირელ ჟურნალისტზე იძალადა, რომელმაც მას შეკითხვები კამერუნისა და ალჟირის მატჩში მსაეჭვო მსაჯობაზე დაუსვა. მოგეხსენებათ, კამერუნმა მუნდიალზე თამაშის უფლება პლეი-ოფში ალჟირის დამარცხებით მოიპოვა.