ფეხბურთი

12:44 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელები ბირჰოფის შემცვლელს არჩევენ

გერმანიის საფეხბურთო კავშირი ბუნდესნაკრების გენერალური მენეჯერის პოსტზე ოთხ კანდიდატურას განიხილავს - გვამცნობს ტვიტეში Bayern & Germany.

ეს თანამდებობა ოლივერ ბირჰოფის წასვლის შემდეგ გათავისუფლდა. კანდიდატები კი მატიას ზამერი, ლოთარ მათეუსი, ფრედი ბობიჩი და რალფ რანგნიკი არიან.

ბირჰოფი გერმანიის საფეხბურთო კავშირში 2004 წლიდან მუშაობდა. მისი მუშაობისას ბუნდესნაკრები ექვს-ექვს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მინიმუმ ნახევარფინალში გადიოდა, 2014 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ასევე 2017-ში კონფედერაციათა თასი და 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონის ორი ტიტული მოიგო.

ფეხბურთელობისას ბირჰოფი გერმანიის ნაკრებში 1996-2002 წლებში თამაშობდა. 70 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა. 1996 წელს ის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ყატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანელები ჯგუფიდან ვერ გავიდნენ.

0.119889