ფეხბურთი

11:48 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგუ სილვას რეკორდი

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში, 5 დეკემბერს, ბრაზილიასა და სამხრეთ კორეას შორის (4:1), 29-ე წუთზე ბრაზილიელთა კაპიტანმა, ტიაგუ სილვამ, საგოლე პასი მისცა რიშარლისონს. ამისდაკვალად, ის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, ვისაც საგოლე გადაცემა შეუსრულებია - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta.

მანამდე რეკორდი კამერუნელ როჟე მილას ეკუთვნოდა, რომელმაც მსგავსი ქმედება 1990 წლის მუნდიაზე განახორციელა, მაშინ კამერუნელი 38 წლის და 42 დღის იყო. ტიაგუ კი 38 წლის 74 დღის გახლდათ.

ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყო და 18 დეკემბერს დასრულდება.

0.121283