ფეხბურთი

10:12 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

პელე - ბრაზილიის ნაკრების მუნდიალის მეოთხედფინალში გასვლაზე: „მათ ერთი ბედნიერი დღე მაჩუქეს“

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების მეოთხედფინალში გასვლას გამოეხმაურა. ბრაზილიელებმა მერვედფინალში სამხრეთ კორეის ეროვნული გუნდი 4:1 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ კორეასთან მატჩის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებმა სტადიონზე პელეს გამოსახულებიანი ბანერი გამოიტანეს. საავადმყოფოში მყოფმა „ფეხბურთის მეფემ“ კი თავისი გზავნილი მათ ნათესავების მეშვეობით გადასცა.

„განტვირთვისა და ბედნიერების განცდა. მათ ერთი ბედნიერი დღე მაჩუქეს.“ - ციტირებს პელეს სიტყვებს Globo Esporte.

29 ნოემბერს პელე სან-პაულუს ჰოსპიტალში მოხვდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მისი სხეული ქიმიოთრეაპიაზე აღარ რეაგირებს და მას პალიატიური დახმარება სჭირდება. ფეხბურთელის ოჯახმა უარყო ეს ინფორმაცია. ექიმები კი აცხადებენ, რომ პელეს მდგომარეობა დასტაბილურდა.

0.93189