სხვა

0:12 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

სუტერმა ლეიკ ლუისში სუპერ გიგანტის რბოლა მოიგო

შვეიცარიელმა კორინ სუტერმა სამთო მოთხილამურეთა ახალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ის ყველაზე სწრაფი იყო სუპერ გიგანტში, რომელიც კანადის ლეიკ ლუისში გაიმართა. იმავე ფერდობზე მან წინა ორ დღეში, დაშვების რბოლები მეორე და მესამე ადგილებზე დაასრულა.

სუტერმა თავისი ცდა წუთსა და ვ წამში დაასრულა და მეორე ადგილზე გასულ ავსტრიელ კორნელია ჰუტერს სულ რაღაც, 0.02 წამით აჯობა. მესამე ადგილზე ნორვეგიელი რაგჰილდ მოვინკელი გავიდა, ვინც გამარჯვებულს 0.16 წამით ჩამორჩა.

„ვიცი, რომ ეს ძალიან კარგი ტრასა იყო. შემოწმების შემდგ მომეწონა. ვფიქრობდი, რომ უფრო სწრაფი იყო, ვიდრე წინა დღეებში. ვეცადე, ჩემი შესაძლებლობები გამომევლინა. რთული რბოლა იყო, მაგრამ დღეს უფრო გამიმართლა“, - განაცხადა სუტერმა.

ფავორიტი სოფია გოჯა, ვინც შაბათის დაშვების რბოლა მოიგო, ამჯერად მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. ის სუტერს 0.36 წამით ჩამორჩა.

მსოფლიო თასის მომდევნო ეტაპებს იტალიის სესტრიერე უმასპინძლებს, სადაც გიგანტური სლალომის და სლალომის რბოლები გაიმართება.

0.121084