ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა დეკლან რაისმა განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრების მეტოქეებს უნდა ეშინოდეთ, მათ შორის, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებსაც.
„ჩვენი ბოლო მატჩები უნაკლო იყო. მეტოქეებს ჩვენი უნდა ეშინოდეთ, რადგან დიდი გუნდი გვყავს. ტურნირის სტარტზე ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ საკმარის გოლებს ვერ ვიტანდით, მაგრამ უკვე 12 გოლი გავიტანეთ. ეს არის კიდევ ერთი ფაქტი, რითაც ხალხს ვაიძულეთ გაჩუმებულიყვნენ. გარდა ამისა, დიდ ყურადღებას ვამახვილებთ დაცვაში თამაშზეც“, - თქვა რაისმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებების მეოთხედფინალური მატჩი 10 დეკემბერს გაიმართება.