ფეხბურთი

10:04 | 5.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: ,,მესი და მარადონა ღმერთები არიან, თუმცა მესი სპორტის ისტორიაში ნომერ პირველია

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ არგენტინელ ფეხბურთელებს შორის საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.



,,რატომ უწევთ არგენტინელებს ,,ლა პულგასა" და ,,ელ დელუსას" შორის არჩევანის გაკეთება? ისინი ფეხბურთის ღმერთები არიან და სამწუხაროა, ესპანელები რომ არ არიან.

დღეს ასეთი ტენდენციაა, რომ გუნდებს მწვრთნელების ან მოთამაშეების მიხედვით ვადარებთ, არადა ისინი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიტუაციაში და სხვადასხვა ერაში თამაშობენ. მარადონას ერა გაასაოცარი იყო. მაშინ ფეხბურთი ყველას გვსიამოვნებდა და გვაფიქრებინებდა, რომ ერთ ფეხბურთელს შეუძლია მსოფლიო თასის მოგება. ამჯერად, ამის გაკეთება ბევრად რთულია, თუმცა მესი სპორტის ისტორიაში ნომერი პირველია" - განაცხადა ლუის ენრიკემ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115895