იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში ბექა ბურჯანაძის „რეჯანა“ „ტრიესტეს“ დაუპირისპირდა და 79:84 დამარცხდა, ქართველ კალათბურთელს კი იტალიაში გადასვლის შემდეგ საუკეთესო თამაში ჰქონდა.
ბურჯანაძემ 23 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 4-დან 1 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
რეჯიო ემილიელებს ანდრეა ჩინჩარინიმ ულიდერა, რომელმაც 20 ქულა და 16 პასი დააგროვა, მაგრამ საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
„რეჯანა“ 2 მოგებით და 7 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა და მომდევნო ტურში 11 დეკემბერს, „ოლიმპია მილანოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.