ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა აშშ-სთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ბურთს ძალიან ხშირად კარგავენ და ეს კომპონენტი აუცილებლად უნდა გამოასწორონ.
„მთავარი გეგმა იყო, რომ მეტოქისთვის თავისუფალი სივრცეები შეგვექმნა და ამ გეგმამ იმუშავა. ერთი-მეორეზე ბრწყინვალე გოლები გავიტანეთ, საოცარი გოლები იყო, მესამე გოლი ძალიან მომეწონა.
ბურთის ფლობაში პრობლემები გვქონდა, ბევრჯერ დავკარგეთ, როცა მეტოქეს ბურთი აქვს, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, მაგრამ ბურთს ძალიან ხშირად ვკარგავთ. აუცილებელია ამ კომპონენტის გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონები ვერ გავხდებით და ეს არის ის, რაც გვინდა, არა? ფეხბურთელებს ერთი დღე მივეცი დასვენებისთვის, ჩემი დანახვა აღარ მოუწევთ, ისედაც ჩემგან უკვე დაიღალნენ“, - თქვა ვან გაალმა.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებისა და არგენტინის მატჩი 9 დეკემბერს გაიმართება.