იტალიელმა სოფია გოჯამ, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის დაშვების რბოლა ოიგო, რომელიც კანადის ლეიკ ლუისში გაიმართა. გოჯამ ფინიშს წუთსა და 47.81 წამში მიაღწია და 0.04 წამით ჩამოიტოვა შვეიცარიელი კორინე სუტერი, ვინც თავიდან უკეთესი გრაფიკით სრიალებდა, მაგრამ მეორე სექტორში შეცდა და გამარჯვება ხელიდან გაუშვა.
მესამე შედეგი ჰქონდა ავსტრიელ კორნელია ჰუტერს, ვინც თავიდან ასევე გოჯაზე სწრაფი იყო, მაგრამ მეორე სექტორში შეცდა და ჩამორჩა. გოჯა 2022 წელს შესანიშნავად ასპარეზობს. მან პეკინს ზამთრის თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, მსოფლიო თასზე კი დაშვებაში ბროლის მცირე გლობუსს დაეუფლა, რომელიც სულ სამჯერ აქვს მოგებული.
გოჯა კვირასაც ფავორიტი იქნება, ოღონდ სუპერ გიგანტში, რომელიც იქვე ჩატარდება. მისი მთავარი ფავორიტი ისევ სუტერი იქნება, ვისაც დაშვებაში მსოფლიო თასი 2021 წელს აქვს მოგებული.