ამ წუთებში ერ-რაიანში, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მერვედფინალური მატჩი მიმდინარეობს არგენტინისა და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებს შორის. არგენტინელთა კაპიტანი, ლიონელ მესი ძირითად შემადგენლობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კარიერაში მე-1000 მატჩს ატარებს - გვამცნობს Sportskeeda.
საკლუბო კარიერის დიდი ნაწილი მესიმ „ბარსელონაში“ გაატარა. კატალონიური კლუბის მაისურა ლეომ 778-ჯერ მოირგო. ამჟამინდელ კლუბში, „პარი სენ-ჟერმენში“ კი 53-ჯერ ითამაშა.
„ალბისელესტეში“ კი ლეო 169-ე შეხვედრას ატარებს. მესი „ოქროს ბუთის“ შვიდგზის მფლობელია. „ბარსელონასთან“ ერთად 10-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ოთხჯერ ასწია ჩემპიონთა ლიგის თასი.