ფეხბურთი

20:15 | 3.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალიუ სისემ შესაძლოა ინგლისთან მატჩში გუნდს ვერ უხელმძღვანელოს

სენეგალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ალიუ სისე თავს ცუდად გრძნობს, რის გამოც შესაძლოა ინგლისთან 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში გუნდს მისმა ასისტენტმა, რეჟის ბოგარტმა უხელმძღვანელოს.



დღეს სენეგალის ნაკრებმა პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც სწორედ რეჟის ბოგარტი დაესწრო. მისი განცხადებით, სისეს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და თავს შეუძლოდ გრძნობდა, ამის გამო გუშინ გუნდის ვარჯიში მისი ინსტრუქციებით სწორედ ბოგარტმა ჩაატარა.

აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ სენეგალის ნაკრები FIFA-მ 10 000 შვეიცარული ფრანკით დააჯარიმა, რადგან წინა მატჩის წინ, ალიუ სისემ პრესკონფერენციაზე ფეხბურთელი არ წაიყვანა და მარტო დაესწრო. ამის მიზეზი ის იყო, რომ საპრესკონფერენციო დარბაზი სტადიონიდან შორს არის. დღეს სისეს გადაწყვეტილებით, პრესკონფერენციას გუნდის მესამე მეკარე ალფრედ გომისი დაესწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116527