4 დეკემბერს, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში, 17:00 საათზე მოყვარულთა ლიგა 2022 წლის ფინალი გაიმართება.
ერთმანეთს სამოყვარულო საფეხბურთო გუნდები: ,,წყალტუბო” და ,,ბასა” დაუპირისპირდებიან.
აღმოსავლეთ ზონის ფინალში ,,ბასა”-მ დრამატულ ბრძოლაში შარშანდელ ჩემპიონს- ,,ბასიან”-ს სძლია.
,,წყალტუბო”-მ კი, ფინალამდე სამეგრელოს, აჭარის და გურიის წარმომადგენელი გუნდების ბარიერი გადალახა. მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული ევროპის მოყვარულთა ტურნირზე, რეგიონთა თასზე ითამაშებს.