ფეხბურთი

10:23 | 3.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ წარმოადგინა მტკიცებულები, რომ იაპონიის მეორე გოლის დროს ბურთი გადასული არ იყო

ფიფას პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტებულია, რომ იაპონიისა და ესპანეთის მატჩში აზიელთა მეორე გოლის მომენტში ბურთს მოედნის ფარგლები ბოლომდე არ დაუტოვებია.

ვიდეოში ჩანს, რომ ბურთის მცირე ნაწილი ხაზს ეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გადასული არ არის.

„სხვადასხვა რაკურსმა შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ, მაგრამ არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ ბურთი სრულად გადასული არ არის“, - ნათქვამია ფიფას განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხსენებულ მომენტში გოლი აო ტანაკამ გაიტანა და იაპონიამ 2:1 მოიგო, რის შედეგადაც, ჯგუფში გერმანიის ნაკრები ჩარჩა.

თეგებიფიფა
0.107922