დრამატული ფინიში ჰქონდა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურს H ჯგუფში, საიდანაც სამხრეთ კორეის ნაკრები გავიდა - რაც, ყველაზე ნაკლებად იყო წარმოსადგენი.
პორტუგალიის ნაკრებს ამ ტურამდეც განაღდებული ჰქონდა მერვედფინალის საგზური, სამხრეთ კორეას კი გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ პარალელური მატჩიც მისთვის სასიკეთოდ უნდა დასრულებულიყო და დასრულდა კიდეც.
პორტუგალიამ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, მაგრამ გოლი სწრაფად გაიტანა და რიკარდო ჰორტამ დააწინაურა. თუმცა, ლუზიტანელებმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს: 27-ე წუთზე კიმ იუნ-ვონმა ანგარში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში აზიელებმა შესანიშნავი კონტრშეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ჰონ-მინ სონმა მეკარესთან პირისპირ დატოვა ჰვან ჰი-ჩანი და მან გამარჯვების გოლი გაიტანა.
პარალელურად, ურუგვაის ნაკრებმა განა 2:0 დაამარცხა, მაგრამ ჯგუფიდან სამხრეთ კორეა გავიდა, რადგან უფრო მეტი გოლი გაიტანა (4), ვიდრე ურუგვაიმ (2). განას ყველაზე კარგი შანსი ჰქონდა ამ ტურამდე, მაგრამ 3 ქულით ბოლო ადგილი ერგო, ხოლო პორტუგალია 6 ქულით პირველია.
ამდენად, ურუგვაის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, ალბათ, ედინსონ კავანის, ლუის სუარესის, დიეგო გოდინის ერაც დასრულდა... სამხრეთ კორეის ნაკრები კი მერვედფინალში ითამაშებს.
სამხრეთ კორეა - პორტუგალია 2:1 (1:1)
ალ რაიანი, „ედუქეიშენ სითი სთედიუმი“
სამხრეთ კორეა (4-3-3): კიმ სეუნ-გიუ; კიმ მოონ-ჰვანი, კვონი, კიმ იუნ-ვონი (სონ ჯუნ-ჰო 81), კიმ ჯინ-სუ; იუნგი, ინ-ბომი, კან-ინ ლი; ლი ჯე-სუნგი (66), ჩო (ჩო იუ-მინი 90), სონი
მწვრთნელი: პაულუ ბენტუ
პორტუგალია (4-3-3): დიოგო კოშტა, კანსელო, პეპე, სილვა, დალო; ნუნიეში (პალინია 66), ნევეში (ლეაო 65), ჟოაო მარიო (ბერნარდო სილვა 82); ვიტინია (კარვალიო 82), რონალდუ (ანდრე სილვა 65), ჰორტა
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში
გოლები: 0:1 ჰორტა (5), 1:1 კიმ იუნ-ვონი (27), 2:1 ჰვან ჰი-ჩანი (90)
გაფრთხილება: კან-ინ ლი (36), ჰვან ჰი-ჩანი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 12 (5) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 1:5
მსაჯი: ფაკუნდო ტელო (არგენტინა)
1. | პორტუგალია | 3 | 2 | 0 | 1 | 6 | 4 | 2 | 6 |
2. | სამხრეთ კორეა | 3 | 1 | 1 | 1 | 4 | 4 | 0 | 4 |
3. | ურუგვაი | 3 | 1 | 1 | 1 | 2 | 2 | 0 | 4 |
4. | განა | 3 | 1 | 0 | 2 | 5 | 7 | -2 | 3 |