ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ბელგიის ნაკრების მწვრთნელობა არ გამორიცხა. როგორც მან თქვა, გადაწყვეტილებას მეუღლესთან ერთად მიიღებს.
„მე ბელგიის ნაკრების მწვრთნელად? ჩემი მეუღლე, ტრუუსი უნდა დაარწმუნოთ. შემიძლია გადაწყვეტილება მივიღო, როგორც თავისუფალმა ადამიანმა , მაგრამ არის ქვეყნები, სადაც არც მე წავალ და არც მეუღლე გამომყვება.
ახლა მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატსა და ნიდერლანდების ნაკრებზე ვფიქრობ. ვმუშაობთ იმისთვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატები გავხდეთ და 4 თამაშია დარჩენილი. მსოფლიოს ჩემპიონები რომ გავხდეთ, შეთავაზებებსაც მივიღებ, მაგრამ ჯერ არ ვართ და ნიდერლანდური მედიაც გვაკრიტიკებს.
წარსულით არ ვცხოვრობ, მომავლით ვცხოვრობ. ბელგიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენა მე არ მიკვირს, ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ჩვენ მოვახერხეთ მათი დამარცხება ბოლო მატჩებში. ფეხბურთში საჭიროა იღბალი, მსაჯებიც თამაშობენ როლს, მხოლოდ ტექნიკა და ტაქტიკა არ არის მნიშვნელოვანი“, - თქვა ვან გაალმა.
შეგახსენებთ, ლუის ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრებს მუნდიალის დასრულების შემდეგ შედეგის მიუხედავად დატოვებს, რადგან რონალდ კუმანთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და სწორედ ის იქნება ნაკრების ახალი მწვრთნელი.