ფეხბურთი

17:56 | 2.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კიმიხი: "მეშინია, რომ მხოლოდ წარუმატებლობასთან ვიქნები ასოცირებული"

მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მის კარიერაში ყველაზე ცუდი დღე იყო.

„დღეს ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი დღეა, ორმოში ჩავარდნის მეშინია. ბოლო 4 წელიწადში მხოლოდ ცუდი შედეგები და იმედგაცრუება გვქონდა, ამიტომ, მეშინია, რომ მხოლოდ ამ წარუმატებლობასთან ვიქნები ასოცირებული. გერმანიის ნაკრებში 2016 წლიდან ვთამაშობ და მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჯერ ჯგუფში ჩავრჩით, ევროპის ჩემპიონატზე კი მერვედფინალში დავმარცხდით“, - თქვა კიმიხმა.

შეგახსენებთ, რომ იოზუა კიმიხი გერმანიის ნაკრების წევრი 2016 წლიდანაა და 74 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.

0.070659