ფეხბურთი

15:18 | 2.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს დამატების სურვილი კიდევ ერთმა კლუბმა გამოთქვა

კრიშტიანუ რონალდუს გადასაბირებლად კიდევ ერთი საუდის არაბეთის კლუბი, "ალ ჰილალი" იბრძოლებს, რომელიც მზადაა პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელს შეთავაზება გაუკეთოს. ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, საუდის კლუბი მზადაა 37 წლის შემტევს წარმოუდგენელი კონტრაქტი შესთავაზოს, მაგრამ ამას მხოლოდ მომავალ ზაფხულს შეძლებს. "ალ-ჰილალის" წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ რონალდუს, რომელმაც ცოტა ხნის წინ "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე კრიშტიანუს დამატების სურვილი "ალ ნასრმა" გამოთქვა, რომელმაც პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კონტრაქტი 2025 წლამდე შესთავაზა და ხელფასის სახით 200 მილიონი ევროს დაჰპირდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.061171