იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰაჯიმე მორიასუმ ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისი გუნდის მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა.
„მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა გულშემატკივარს, იაპონელ ხალხს მხარდაჭერისთვის. მათი წყალობით შევძელით ამ რთული თამაშის მოგება. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ ახლა ახალი მიზანი გვაქვს - მეოთხედფინალი. გვინდა ჩვენს ისტორიაში საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ და მეოთხედფინალში ან უფრო შორს გავიდეთ“, - თქვა მორიასუმ.
შეგახსენებთ, იაპონიის ნაკრები მერვედფინალში 5 დეკემბერს, ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.