ფეხბურთი

2:15 | 2.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "როცა იაპონიის მსგავს გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს, ასეთი რაღაც ხდება"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იაპონიასთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი გუნდის თამაში ძალიან შორის იყო იმისგან, რაც მას სურს.

„თამაშზე კონტროლი 5 წუთის განმავლობაში მთლიანად დავკარგეთ, პანიკაც იყო და იაპონიას კიდევ 2 გოლი რომ ჰქონოდა გასატანი, აუცილებლად გაიტანდა. ეს მსოფლიოს ჩემპიონატია და როცა იაპონიის მსგავს გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს, ასეთი რამ ხდება.

იაპონიამ ჯგუფში პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა, ჩვენ კი... სწორედ ეს მაღიზიანებს, რადგან მინდოდა პირველ ადგილზე გავსულიყავით. ძალიან შორს ვიყავით იმისგან, რაც გუნდისგან მინდა“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მერვედფინალში 6 დეკემბერს, მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114513