ფეხბურთი

1:15 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკას 1 გოლი დააკლდა და ჯგუფში 44 წლის შემდეგ პირველად ჩარჩა

ეს ბოლოს 1978 წელს მოხდა - მექსიკის ნაკრები მას შემდეგ პირველად ჩარჩა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში.

ხერარდო მარტინოს გუნდმა საუდის არაბეთის ნაკრებთან ბევრი იბრძოლა, ახლოს იყო კიდეც მიზანთან, მაგრამ ერთადერთი გოლი დააკლდა. ჩრდილოამერიკელებმა მეორე ტაიმის სტარტზე 2 გოლი გაიტანეს და დაწინაურდნენ, კიდევ ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ საუდელთა მეკარე მოჰამედ ალ ოვაისი კარგად მოქმედებდა, ხანაც სიზუსტე აკლდებოდათ.

საუდის არაბეთმა კი მიუხედავად არგენტინასთან მოგებისა, ჯგუფში მაინც ბოლო ადგილი დაიკავა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე აზიელებმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანეს, დიდებული კომბინაციის შემდეგ, რომელიც სალემ ალ-დავსარის ანგარიშზეა, მაგრამ მარცხისგან თავი ვერ დაიხსნეს.

მექსიკას ეს გოლი რომ არ გაეშვა, მაინც ჯგუფში რჩებოდა, რადგან პოლონეთთან შედარებით მეტი ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, მაგრამ მას მერე, რაც მექსიკამ გოლიც გაუშვა, პოლონეთმა ბურთების ბალანსით აჯობა. ისე აცტეკელებს 3:1 მაინც რომ მოეგოთ, მერვედფინალში ითამაშებდნენ.

მექსიკის ნაკრები 1994 წლიდან ახერხებდა ჯგუფში გასვლას და ყოველთვის მერვედფინალში ვარდებოდა, ხოლო 1990 წლის მუნდიალი გამოტოვა. ზოგადად, ჯგუფში 1978 წლის მერე პირველად ჩარჩა.

საუდის არაბეთიც შედეგის მიუხედავად შექებას იმსახურებს - ერვე რენარის გუნდმა გამართული ფეხბურთი აჩვენა და ბევრისთვის სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა.

საუდის არაბეთი - მექსიკა 1:2 (0:0)

ლუსაილი, „ლუსაილ სთედიუმი“

საუდის არაბეთი (3-4-3): ალ ოვაისი; ტამბაკტი, ალ ბოლეაჰი (შარაჰილი 37), ალ ამრი; აბდულჰამიდი, ალ ჰასენი (მადუ 46), კანო, ალ განამი (ბაჰებრი 88); ალ ბურაიკანი, ალ შეჰრი (ალ ობუდი 62), ალ დავსარი

მწვრთნელი: ერვე რენარი

მექსიკა (4-3-3): ოჩოა; სანჩესი (კ. ალვარესი 86), მონტესი, მორენო, გალიარდო; პინედა (როდრიგესი 77), ე. ალვარესი (ფუნეს მორი 86), ჩავესი; ლოსანო, მარტინი (ხიმენესი 77), ვეგა (ანტუნა 46)

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო

გოლები: 0:1 მარტინი (47), 0:2 ჩავესი (52), 1:2 ალ დავსარი (90)

გაფრთხილება: ალ შეჰრი (28), ალ ჰასანი (34), ტამბაკტი (52), მადუ (81), ბაჰებრი (90) - ალვარესი (16)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 26 (2) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 1:8 თამაშგარე: 2:6

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

1. არგენტინა 3 2 0 1 5 2 3 6
2. პოლონეთი 3 1 1 1 2 2 0 4
3. მექსიკა 3 1 1 1 2 3 -1 4
4. საუდის არაბეთი 3 1 0 2 3 5 -2 3
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114093