ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ხორვატიასთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ის ადამიანი, რომელიც ბელგიის ნაკრებში კონფლიქტზე ჭორებს ავრცელებს, ნამდვილი გენიოსია.
„არსებობს მედია, რომელსაც უყვარს ყალბი და ნეგატიური ამბების გამოქვეყნება იმის ნაცვლად, რომ მხარი დაუჭიროს ყველაზე ნიჭიერ თაობას ბელგიის ფეხბურთის ისტორიაში. არ ვიცი, საიდან მოდის ეს ისტორიები და მათ ვინ აქვეყნებს. მაგრამ ვინც არის, ამ ადამიანმა საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერის ნაცვლად ბელგიას ავტოგოლი გაუტანა, ეს ადამიანი ნამდვილი გენიოსია.
არ უნდა ვიფიქროთ გარე ხმაურზე. კატარში ჩვენი მიზნის მისაღწევად ვართ. იმედია, ნამდვილი გულშემატკივრები მაინც ისიამოვნებენ. გვინდა ეს მეორე შანსი გამოვიყენოთ და ნამდვილად კარგი მომენტია პასუხის გასაცემად. ჩვენი მსოფლიოს ჩემპიონატი ნამდვილად შეიძლება ხვალ დაიწყოს. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე არცერთი გუნდი არ თამაშობს იდეალურად. თუ ჯგუფიდან გავედით, ვეცდებით პლეი-ოფის ეტაპზე მაქსიმალურ დონეს მივაღწიოთ“, - თქვა რობერტო მარტინესმა.
შეგახსენებთ, ბელგიისა და ხორვატიის ნაკრებთა მატჩი 1 დეკემბერს, თბილისის დროით 19:0 საათზე გაიმართება. ბელგიელებს ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ მოგება აწყობთ, ხოლო ხორვატებს - ფრეც.