ფეხბურთი

14:28 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

FIFA-მ შესაძლოა გერმანიის ნაკრების მსგავსად სენეგალიც დააჯარიმოს

FIFA-ს წესების მიხედვით, მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელს თან ფეხბურთელი უნდა ახლდეს, სენეგალის ნაკრებმა კი ეს წესი არ გაითვალისწინა, რის გამოც შესაძლოა დაჯარიმდეს.



FIFA-მ გერმანიის ნაკრები მსგავსი შემთხვევის გამო უკვე 10 000 ევროთი დააჯარიმა, რადგან ესპანეთთან მატჩის წინ ჰანზი ფლიკი პრესკონფერენციაზე მარტო წარსდგა. ამჯერად ასეთი ქმედება სენეგალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალიუ სისემ გაიმეორა.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სენეგალის მიმართ დისციპლინარული სამართალწარმოება დაიწყო და შესაძლოა ,,ტერანგას ლომები" დაისაჯონ.

სენეგალმა მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფი 6 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და 1/8 ფინალში B ჯგუფის გამარჯვებულ ინგლისს შეხვდება. მატჩი 4 დეკემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118463