ფეხბურთი

21:10 | 29.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სენეგალი მერვედფინალში, ეკვადორი - შინ

რიხით დაწყებული ტურნირი ეკვადორის ნაკრებმა უსახურად დაასრულა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფლეი-ოფში გასასვლელად სენგალელებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, ეკვადორელები კი ფრის შემთხვევაშიც მოიპოვებდნენ მერვედფინალის საგზურს.

ეკვადორი ამჯერად საკუთარ თავს არ ჰგავდა. ტურნირის პირველი ორი მატჩისგან განსხვავებით, სხვა, უფრო ინერტული გუნდი ვიხილეთ. შესაძლოა, ფრეზე თამაში ჩაეფიქრებინათ და მეტოქის საჯარიმოში თითქმის არ გამოჩენილან.

აფრიკის მოქმედი ჩემპიონები კი ცდილობდნენ და ამისათვის დასაჩუქრდნენ კიდეც. უკვე პირველ 8 წუთში უნდა გაეტანათ, ჯერ იდრისა გეიეს, შემდეგ ბულაიე დიას. არ გამოვიდა.

44-ე წუთზე პირველი ტაიმის საუკეთესო ფეხბურთელი, ისმაილა სარი მეტოქოს საჯარიმოში შეიჭრა, ის პიერო ინკაპიემ აკრძალული ხერხით შეაჩერა და თერთმეტმეტრიანი უნაკლოდ დაარტყა თავად დაზარალებულმა - 0:1. ეს სენეგალის შანსი იყო.

მეორე ნახევარში სურათი დიდად არ შეცვლილა. ეკვადორელებმა კი გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ ისიც სტანდარტული მდგომარეობიდან. მათი სიხარული დიდ ხანს არ გაგრძლებულა, რადგან კაპიტანმა, ექს-ნაპოლელმა კალიდუ კულიბალიმ 3 წუთში ისევ დააწინაურა თავისიანები და ეს გამარჯვების და მერვედფინალის საგზურის მომტანი გოლი აღმოჩნდა.

სენეგალმა 6 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გავიდა. ოთხქულიანი ეკვადორი კი მესამეზე დარჩა. პირველი ადგილი A ჯგუფში 7-ქულიანმა ნიდერლმდების ნაკრებმა დაიკავა.

ეკვადორი - სენეგალი 1:2

ერ-რაიანი. „ხალიფა“

0:1 სარი (44 პენ), 1:1 კაისედო (67), 1:2 კულიბალი (70)

ეკვადორი: გალინდესი, ტორესი, ინკაპიე, ესტუპინიანი, პრესიადო, გრუესო (სიფუენტესი 46), ფრანკო (სარმიენტო 46), კაისედო, ესტრადა (რეასკო 64), ვალენსია, პლატა

მწვრთნელი: გუსტავო ალფარო

სენეგალი: ედუარ მენდი, კულიბალი, იაკობსი, საბალი, დიალო, იდრისა გეიე, სისი (ნაპალი მენდი 74), ნდიაი (ნდიენგი 75), სარი, პაპ გეიე, დია (სისე 90+5)

მწვრთნელი: ალიუ სისე

მსაჯი: კლემან ტიურპენი (საფრანგეთი)

გაფრთხილება: იდრისა გეიე (66)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4-6, ბურთის ფლობა: 61%-39%, კუთხურები: 3-6, თამაშგარე: 0-3

1. ნიდერლანდები 3 2 1 0 5 1 4 7
2. სენეგალი 3 2 0 1 5 4 1 6
3. ეკვადორი 3 1 1 1 4 3 1 4
4. კატარი 3 0 0 3 1 7 -6 0
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114341