პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ფიფაში მტკიცებულებების წარდგენას აპირებს. რომლითაც დაამტკიცებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ურუგვაის წინააღმდეგ, პორტუგალიელთაგან პირველი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა - განაცხადა El Chiringuito-ს პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა ედუ აგირემ.
შეგახსენებთ, რომ ხსენებული შეხვედრის 54-ე წუთზე კრიშტიანუ, ბრუნუ ფერნანდეშის ჩაწოდებულ ბურთზე ახტა და როგორც ჩანს, თმის წვერებით შეეხო სფეროს. ყოველ შემთხვევაში, თავად ამტკიცებს, ბურთი შემეხოო.
ფიფამ გოლი ფერნანდეშს ჩაუწერა. მანჩესტერელმა შემდეგ პენალტიც გაიტანა და დუბლის ავტორი გახდა. პორტუგალიამ 2:0 გაიმარჯვა და ვადამდე მოიპოვა მერვედფინალის საგზური.