ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ძაკარდომ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერში შუამავალი იყო, განაცხადა, რომ კიდევ ერთი ქართველი ტალანტი მზადაა, რომ მალე თავისი სიტყვა თქვას და ფართო საფეხბურთო საზოგადოებამ გაიცნოს.
თუმცა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ძაკარდოს კონკრეტული სახელი და გვარი არ დაუსახელებია:
„კიდევ ერთი ახალი ქართველი ტალანტი აფეთქებისთვის მზადაა, ის 19 წლის შემტევია და ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. სახელს მოგვიანებით გეტყვით“, - თქვა ძაკარდომ Tuttomercato-სთან.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან ძაკარდომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერში დიდი წვლილი შეიტანა.