ფეხბურთი

13:55 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე ონანა დისციპლინარული საკითხების გამო დასაჯეს

კამერუნის ნაკრების ძირითადი მეკარე ანდრე ონანა დისციპლინარული საკითხების გამო დასაჯეს და ის სერბეთთან მატჩის განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდა.



მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში ,,ინტერის" მეკარემ სრული შეხვედრა ჩაატარა, დღეს კი სერბეთის წინააღმდეგ აფრიკელთა კარს ,,აბას" მეკარე დევის ეპასი იცავს, რაც შეეხება ონანას, ის განაცხადში საერთოდ არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის პირველი მეკარე მთავარმა მწვრთნელმა რიგობერტ სონგმა ხელმძღვანელობასთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით დისციპლინარული საკითხის გამო დასაჯა.

კამერუნის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფში 0 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება, მეორე ტურის მატჩს კი ისინი ასევე პირველ ტურში დამარცხებული სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102909