გერმანიის ქალაქ დორტუნდში გამარათულ საერთაშორისო ტურნირზე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს.
"NRW TROPHY"-ის თასზე, რომელშიც ქართველების დუეტი სპორტული ცეკვების კატეგორიაში მონაწილეობდა 7 ქვეყნის წყვილს შორის პირველ ადგილზე გასვლა შეძლეს. აღსანიშნავია ისიც, რომ რევია და კაზაკოვამ მეორე ადგილზე გასულ პოლონელების წყვილს მთელი 26.74 ქულით აჯობეს.
მათ ორი პროგრამის ჯამში 188.38 ქულა დააგროვეს და სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს. ქართველი მოციგურავეები ყოველ ტურნირზე აუმჯობესებენ თავიანთ შედეგს, რაც ევროპის ჩემპიონატის წინ მათი სპორტული ფორმის შენარჩუნებასა და პროგრამების მეტად სრულყოფას უწყობს ხელს.