ფეხბურთი

10:20 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

დალიჩი: "ხორვატიას პატივს არ სცემენ, რატომ არ თამაშობს ბრაზილია ან საფრანგეთი იმავე დროს?"

ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი ზლატკო დალიჩი ფიფას მიმართ გაბრაზებულია. როგორც მან თქვა, ხორვატია მეტ პატივისცემას იმსახურებს. დალიჩს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ხორვატიას მატჩები გრანდებისგან განსხვავებით შუადღით დაუნიშნეს.

ciao "ხორვატიის ნაკრები იმსახურებს პატივისცემას და ამას იმსახურებს ყველასგან, რადგან მან ეს დაიმსახურა თავისი შედეგებით, მატჩებითა და დამოკიდებულებით. ჩვენ 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოვიპოვეთ. სხვების მიმართ პატივისცემას ვიჩენთ და იგივეს ველით ჩვენი მეტოქეებისგან.

არ არის პატივისცემა, როცა ხორვატია თამაშობს 13:00 საათზე (ადგილობრივი დროით, თბილისის დროით 14:00 საათზე). ამ დროს არც ინგლისი, არც საფრანგეთი, არც ესპანეთი და არც ბრაზილია თამაშობს. თუმცა, ჩვენ მოვემზადებით და მაღალ დონეზე ვითამაშებთ. ჩვენ თანაბარ პატივისცემას გამოვხატავთ კანადისა და მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთის მიმართ“, - თქვა დალიჩმა.

შეგახსენებთ, ხორვატიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მატჩიც (მაროკოსთან) 14:00 საათზე ითამაშა და დღეს კანადის ნაკრებს 20:00 საათზე დაუპირისპირდება.

0.140142