ფეხბურთი

1:31 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ საუდის არაბეთის გუნდისგან 225 მილიონიანი შეთავაზება მიიღო

CBS Sports-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბმა ალ ნასრმა კრიშტიანუ რონალდუს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა იმისთვის, რომ მათ გუნდში ითამაშოს, რა დროშიც პორტუგალიელი ვარსკვლავი 225 მილიონ დოლარს მიიღებს.



გავრცელებული ინფორმაციით, ალ ნასრის ინტერესის ქვეშ პორტუგალიელი ვარსკვლავი უკვე დიდი ხანია მოექცა, ამჯერად კი ეს ინტერესი ყველაზე დიდია, რაც აქამდე ყოფილა. მხარეებმა ზაფხულში პირველადი მოლაპარაკება გამართეს, ასე რომ, თუ ორივე მათგანი საბოლოო შეთანხმებას მიაღწევს, ტრანსფერის დახურვა მარტივი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ,,მანჩესტერ იუნაიტედი" რამდენიმე დღის წინ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა, ახლა კი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს.

ალ ნასრი აზიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. მათ ანგარიშზე ლიგის 9 ტიტულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.075293