კალათბურთი

0:36 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა 7 ქულა ჩააგდო - ,,ტენერიფე" ჩემპიონატს კვლავ ლიდერობს

ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში გიორგი შერმადინის ,,ლენოვო ტენერიფემ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც წვლილი შერმადინსაც მიუძღვის.



ქართველმა კალათბურთელმა ,,ბრეოგანის" წინააღმდეგ მატჩში პარკეტზე 14 წუთი გაატარა. ამ დროში შერმადინის ანგარიშზე 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი იყო. გიორგიმ 7-დან 3 ორქულიანი გამოიყენა და 1 ჯარიმაც ჩააგდო.

,,ტენერიფემ" მატჩში უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, რის გამოც მწვრთნელს შერმადინის დიდი რაოდენობით დატვირთვა არ დასჭირდა. ქართველის თანაგუნდელებიდან საუკეთესო შედეგი სასუ სალინს ჰქონდა, რომელმაც მატჩი 12 ქულით დაასრულა. საბოლოო ჯამში, ,,ტენერიფემ" შეხვედრა 86:61 მოიგო.

ქართველი ცენტრის გუნდი 9 ტურის შემდეგ 8 მოგებითა და 1 მარცხით ესპანეთის ჩემპიონატს ლიდერობს და მდევარ ,,გრან კანარიას" 2 ქულით უსწრებს. მომდევნო მატჩს ,,ლენოვო ტენერიფე" 4 დეკემბერს, ,,ფუენლაბრადას" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066537
სარეკლამო ადგილი - 99
X x X