ფეხბურთი

21:28 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

FIFA-მ შესაძლოა სერბეთის ნაკრები დასაჯოს

FIFA-მ სერბეთის ფეხბურთის ასოციაციის წინააღმდეგ დისციპლინარული სამართალწარმოება დაიწყო მას შემდეგ, რაც მათმა საფეხბურთო გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიასთან მატჩის წინ გასახდელში კოსოვოს გამოსახულებიანი დროშა დაკიდა.



დროშას, რომლის გამოც შესაძლოა სერბეთის ფედერაცია დაისაჯოს, ჩახატული ჰქონდა კოსოვოს საზღვრები და მასზე იყო წარწერა გამოსახული: ,,არ დავნებდებით." ამ ქმედებას კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ ,,შოვინისტური რიტორიკა" უწოდა და საჩივარი შეიტანა FIFA-ში:

,,ასეთ შოვინისტურ აქტებს ადგილი არ აქვს სპორტულ ღონისძიებაში და მით უმეტეს იმ დაწესებულებებში, სადაც მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე დიდი ღონისძიება ტარდება. ამიტომ კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც სხვა ქვეყნების მსგავსად ფიფას თანაბარი წევრი, მოითხოვს ამ ინსტიტუტისგან სანქციების განხორციელებას. FIFA-მ უნდა მიიღოს ზომები ისეთი ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც აღძრავს ხალხებს შორის სიძულვილს და ეწინააღმდეგება ადამიანურ ღირებულებებს“ - წერია კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში

0.113717