პოლონეთის ნაკრების მეკარე, ვოიცეხ შჩესნი, მეორე ტურში საუდის არაბეთთან (2:0) გამარჯვების შემდეგ , ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მოგერიებებით გალიდერდა. საუდელებთან მან ხუთივე დარტყმა მოიგერია. მათ შორის, ალ-დავსარის თერთმეტმეტრიანი. მანამდე „იუვენტუსის“ კარის დარაჯმა, მექსიკასთან პირველ შეხვედრაშიც მშრალად შეინახა კარი - ოთხი დარტყმა მოიგერია.
საუდელებთან პოლონელებმა ჩვენი ხვიჩა კვრაცხელიას ნეაპოლელი თანაგუნდელის, პეტრ ზელინსკისა და რობერტ ლევანდოვსკის გოლებით მოიგეს.
პოლონეთის ნაკრებმა 4 ქულა მოაგროვა და ჯერერობით C ჯუფს ლიდერობს. თუმცა, ამ ჯგუფში თბილისის დროით 23 საათზე კიდევ ერთი მატჩია. არგენტინა მექსიკას შეხვდება და ამ უკანასკნელთა გამარჯვების შემთხვევაში, მექსიკელები პოლონელებს ქულებით გაუთანაბრდებიან.