ფეხბურთი

18:05 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ერნანდესი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

ფრანგული L'Équipe-ს ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიის ნაკრებთან მიღებული ტრავმის შემდეგ ლუკა ერნანდესი კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა.



ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, ერნანდესი შეწუხებულია ტრავმების სიმრავლით და მისი მორალური მდგომარეობა შესამჩნევად გაუარესდა იმის გათვალისწინებით, რომ წლევანდელ სეზონში ის თამაშს ვეღარ შეძლებს. გავრცელებული ცნობების მიხედვით, მიღებული დაზიანების შემდგომ, ლუკა ერნანდესს გასახდელში თანაგუნდელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები ამშვიდებდნენ. მასთან ერთად იყო მისი ძმა ტეო, რომელთან ერთადაც ტელეფონით მშობლებს ესაუბრებოდა.

ლუკა ერნანდესმა ტრავმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩის მე-13 წუთზე ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ მიიღო და მალევე დადასტურდა, რომ ის მიმდინარე მუნდიალზე თამაშს ვეღარ შეძლებდა. საფრანგეთის ნაკრები მომავალ მატჩს დღეს, 20:00 საათზე დანიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.116459