ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ბრაზილიელი რიშარლისონის კრიტიკით გამოირჩევა და მას აზრი არც სერბეთთან მატჩის შემდეგ შეუცვლია.
როგორც კასანომ აღნიშნა, ბრაზილიელმა ეფექტური გოლი შემთხვევით გაიტანა და სიმართლე ისაა, რომ იმ მომენტში ბურთი ცუდად გააჩერა.
„ვინაიდან მე ვარ ადამიანი, რომელიც არაფერს უარყოფს, ვადასტურებ, რომ რიშარლისონი ცუდი ფეხბურთელია. გოლი აკრობატულ ნახტომში? სიმართლე ისაა, რომ მან ბურთი ცუდად გააჩერა და მერე იძულებული იყო ასე დაერტყა. მას არაფერი აქვს საერთო ბრაზილიელ თავდამსხმელებთან, ერთი გოლი ცარიელ კარში გაიტანა, ეს არაფერს ნიშნავს“, - თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრებმა სერბეთი რიშარლისონის დუბლით 2:0 დაამარცხა.