ფეხბურთი

1:55 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ, რადგან მინდა, რომ ჩემს ქვეყანას დავეხმარო"

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა ნეიმარმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ტრავმის შესახებ ისაუბრა. როგორც მან დაწერა, ყველაფერს გააკეთებს დასაბრუნებლად, რომ თავის ქვეყანას დაეხმაროს.

„სიამაყე და სიყვარული, რომელსაც ვგრძნობ, როცა ამ მაისურს ვიცვამ, ახსნა შეუძლებელია. ღმერთს რომ მოეცა საშუალება ამერჩია ჩემი დაბადებისთვის ქვეყანა, ეს იქნებოდა ბრაზილია. ჩემს ცხოვრებაში არაფერი ადვილად არ მიმიღია, ყოველთვის ვიბრძოდი, რომ მიმეღწია ჩემი ოცნებებისა და მიზნებისთვის. არასოდეს არავისთვის მისურვია ცუდი, მაგრამ ვეხმარებოდი მათ, ვისაც ეს სჭირდებოდა. დღევანდელი დღე ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი იყო ჩემს კარიერაში და ისევ მსოფლიო ჩემპიონატზე... ტრავმა მაქვს, დიახ, საწყენი და მტკივნეულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მექნება დაბრუნების შანსი, რადგან ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავეხმარო ჩემს ქვეყანას, ჩემს თანაგუნდელებს და საკუთარ თავს. ელოდებით, რომ მტერი გამანადგურებს? არასოდეს! მე ღვთის შვილი ვარ, ჩემი რწმენა უსაზღვროა“, - დაწერა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი ინფორმაციით, ნეიმარის თამაში ჯგუფურ ეტაპზე გამორიცხულია და ბრაზილიელები იმედოვნებენ, რომ პლეი-ოფისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

0.117613