ირანის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს კეირუში უელსის ნაკრებთან მატჩის წინ ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა, რომელიც პრესკონფერენციაზე მასთან ერთად მყოფ მეჰდი ტარემის დაუსვეს ირანში არსებულ ვითარებაზე.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტს ჰკითხა, რატომ არ უსვამს მსგავს შეკითხვებს გარეთ საუთგეიტს:
„რატომ არ სვამთ მსგავს შეკითხვებს სხვა ქვეყნებთანაც? რატომ არ ეკითხებით ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს რას ფიქრობს ჩრდილოეთ ირლანდიაზე? რატომ არ მიდიხართ შეერთებულ შტატებში და არ ეკითხებით მათ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ?”, - თქვა კეირუშმა.
თავის მხრივ, მეჰდი ტარემის პასუხი ასეთი იყო: „არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი, ჩვენ აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ და მე ვერაფერს შევცვლი“, - აღნიშნა ირანის ნაკრების ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ირანისა და უელსის ნაკრებთა მატჩი დღეს გაიმართება.