თამაშგარე

16:24 | 24.11.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ვან გაალი და გაღმამხრელი ბაბო

ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდარული მწვრთნელი, ლუის ვან გაალი 71 წლისა მოიყარა, მაგრამ მაღვალაკობას მაინც არ იშლის და როცა კი ამის საშუალება მიეცემა, სექსზე საუბრით ირთობს თავს. გუშინ ყატარში, ჰოლანდიის ნაკრების წვრთნის პროცესში ლუისს ცოლი, ქალბატონი ტრეუსი ეწვია და ეს ბაბუაკაცი, საჯაროდ და სახალხოდ ცოლს გაეხუმრა, სასტუმროს ნომერში ადი და დამელოდე, შენთვის სექსის ქარიშხლები მაქვს მომზადებულიო.

ეს ყველაფერი ბულვარულ სკანდალებზე თვალებდაჭყეტილი ჟურნალისტების წინ მოხდა და უმალ ყველამ გაიხსენა, რომ წელს გაზაფხულზე დიდი ლუი სხივური თერაპიით პროსტატის კიბოს ებრძოდა. ჩვენ აბა რა ვიცით და რა ხელი გვაქვს 71 წლის ნიდერლანდელის მამაკაცურ შესაძლებლობებთან, მაგრამ რაკი ვან გაალი მსგავს საკითხებზე ხუმრობს, იმედიანად უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ კაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

რაც შეეხება ასაკოვანი ხალხის სექსის წყურვილს... როგორც ჩანს ლუის ვან გაალმა ჯერ კიდევ არ იცის გაღმამხრელი ბაბოს ამბავი, რომელმაც მომავალ თაობას უკვდავი სიტყვები დაუტოვა: „ეს ახალგაზრდა გოგოები ნამეტანი აზიზები და ბეჩავები გვყავ. ერთს „იმას იზამენ“ და მერე ეგრევე წელზე შალი აქვთ შემოკრული - აქაოდა ყველაფერი გვტკივაო. მე კიდენა შვილო, ჯეელობაში მაყვლის საკრეფად ვიყავ გადასული მლაშე ხევში. იქ ფშავლები ცხვარს აძოვებდნენ. იგრე მოხდა, რო რვა მწყემსმა ბორიაყი ამადინა, მაგრამ უკან სუ ღიღინ-ღიღინით დავბრუნდი. ამ ახალგაზრდებს რა ოხრობა ეტაკათ ნეტა?“.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:59 | 10.05.2018
ირაკლი1986 (2288)

მადრიდელი ძ....ბი )))))))დასაჯეს და ბეილი რო ჩაახტა ფეხებში არ დასაჯეთ????

20:24 | 09.05.2018
ogafa (10220)

დასაჯეს

00:43 | 10.05.2018
BEERTRANCE (97819)

არ ჩაეთვალათ ყოჩაღობაში? DDDDDDDDDDDD

14:31 | 10.05.2018
RHP (3623)

21:02 | 09.05.2018
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

მკაცრად

19:03 | 09.05.2018
sa2002 (638)

რამოსს თუ მარსელოს? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს - მთავარია რომ გაარტყა. მეტს აღარ დავლევ - ავტორ, შენც დაანებე თავი თუ ძმა ხარ.

03:04 | 10.05.2018
O. Mertskhali (8101)

)

0.127115