იაპონელი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ საზოგადოებრივი მაგალითი არიან.
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში იაპონიის ნაკრებმა გერმანია 2:1 დაამარცხა და გარდა იმისა, რომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, მისმა გულშემატკივრებმა თავი კიდევ ერთხელ დადებითი კუთხით წარმოაჩინეს და მატჩის შემდეგ დიდი ეიფორიის მიუხედავად, მათ მიერ დაკავებული ტრიბუნები დაასუფთავეს.
ეს იაპონელების ჩვეულებრივი ჟესტია, რომელიც ყველას მხრიდან იმსახურებს პატივისცემას და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც მაგალითია.
შეგახსენებთ, რომ იაპონია მეორე ტურის 27 ნოემბერს, კოსტა რიკის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.