ფეხბურთი

23:56 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლელი ჟურნალისტი: "კვარა ამ მუნდიალისთვის ნამდვილი ნაპერწკალი იქნებოდა"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მუნდიალს ძალიან აკლია.

„ჩემი აზრით, ეს მსოფლიოს ჩემპიონატი ნამდვილად კარგი პლაცდარმი იქნებოდა ისეთი ტალანტებისთვის, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი და ჯოვანი დი ლორენცო არიან. სამი ძლიერი მოთამაშე, რომლებსაც დიდი ხნით უწევთ უთამაშებლად ყოფნა. კვარაცხელია მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ნამდვილი ნაპერწკალი იქნებოდა. ამ დროისთვის მუნდიალზე დიდი მატჩები არ ყოფილა“, - თქვა ალვინომ.

0.118843