ჩოგბურთი

23:24 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის კარიერა „დასასრულის ზონასთან“ ჯერ ახლოსაც არაა

ნოვაკ ჯოკოვიჩი ამბობს, რომ ჯერ კარიერის „დასასრულის ზონას“ (როგორც ამერიკულ ფეხბურთში ამბობენ ხოლმე) არ მიახლოებია. მან ახლახანს სეზონის დამამთავრებელი ტურნირი, ATP-ს ფინალი მეექვსედ მოიგო და ამით, როჯერ ფედერერის რეკორდი გაიმეორა.

ფინალში 35 წლის სერბმა, თავისი გამოცდილების წყალობით, ორ სეტში შეძლო 23 წლის ნორვეგიელი კასპერ რუუდის დამარცხება.

„ჯერ დასასრულის ზონა არ ჩანს. ჯერ იმაზე არ მიფიქრია, თუ როგორ მინდა კარიერის დასრულება. არ ვიცი, მომავალში რა იქნება. ახლა ის ვიცი, რომ ტურნირების მოგების წყურვილი ისევ მაქვს. მინდა, რომ ამ სპორტის ისტორია დავწერო. უმაღლეს დონეზე ვიასპარეზო, ფანებს დადებითი ემოციები მივანიჭო. სწორედ ეს მამოძრავებს“, - ამბობს ჯოკოვიჩი, ვისაც დიდი სლემის 21 ტიტული აქვს მოპოვებული.

ჯოკოვიჩზე ერთით მეტი ტიტული აქვს რაფაელ ნადალს, ვისაც ბოლო დროს, ხშირად აწუხებს ტრავმები. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ გასულ სეზონში, სერბმა ავსტრალიისა და აშშ-ის ღია პირველობებზე ვერ ითამაშა, რისი მიზეზიც, მისი კოვიდ-19-ზე აუცრელობა გახდა.

„მე რამდენიმე სამოტივაციო ფაქტორი მაქვს და შემიძლია ვთქვა, რომ ამჟამად არცერთი მათგანი არ მაკლია“, - დასძენს ჯოკოვიჩი.

0.122059