გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩის წინ ჯგუფური ფოტოს გადაღებისას პირზე ხელი აიფარეს და FIFA-ს გადაწყვეტილება ასე გააკრიტიკეს.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდებს OneLove-ს კაპიტნის სამკლაურის გაკეთება აუკრძალა, გერმანიის ნაკრები კი ერთ-ერთი იყო, რომელიც სწორედ ამ სამკლაურებით აპირებდა თამაშს.
FIFA-ს აკრძალვის მიუხედავად გუნდები მზად იყვნენ ფულადი ჯარიმა გადაეხადათ, მაგრამ მსგავსი სამკლაურებით მაინც გამოსულიყვნენ, თუმცა 2 დღის წინ 8 ქვეყნის საფეხბურთო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მათ არ სურდათ საკუთარი ფეხბურთელებისთვის სხვადასხვაგვარის საჯელის დაკისრება.