ფეხბურთი

13:18 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო გოდინი: ,,წინაღობების გადალახვა მომიწია, თუმცა აქ ვარ"

მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაის ნაკრების პირველი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე დიეგო გოდინმა ისაუბრა.



,,ნაკრებში თამაში არის ვალდებულება და მე ამას ჩემი ქვეყნის სიყვარულის გამო ვაკეთებ. აქამდე მოსვლის გზა საკმაოდ რთული იყო და წინაღობების გადალახვაც მომიწია, თუმცა გამოვჯანმრთელდი და აქ ვარ. ახლა მთავარია პირველ მატჩზე ვფოკუსირდეთ. მეტოქეს პატივს ვცემთ. უკვე ვნახეთ რამდენად რთულია პირველი მატჩის მოგება. მსოფლიო ჩემპიონატი ამ ისტორიის და ამ მაისურის მთავარი მიზანია, ურუგვაისთვის კი წარმატება უპირველესია." - განაცხადა გოდინმა სამხრეთ კორეასთან მატჩის წინ.

ურუგვაის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე H ჯგუფში განას, სამხრეთ კორეის და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს. პირველ მატჩს სამხრეთ ამერიკელები 24 ნოემბერს, სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ჩაატარებენ.




0.127195