ფეხბურთი

10:38 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ერნანდესისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა

ავსტრალიის ნაკრებთან მიღებული ტრავმა ლუკა ერნანდესისთვის სერიოზული გამოდგა. იგი კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ვეღარ მოახერხებს.



,,ბაიერნის" მცველმა ავსტრალიასთან მატჩის დასაწყისში დაზიანება მიიღო და ის მე-13 წუთზე მისმა ძმამ, ტეო ერნანდესმა შეცვალა. როგორც გამოკვლევების ჩატარების შემდგომ დადგინდა, ლუკამ მარჯვენა მუხლზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და იგი მიმდინარე მუნდიალზე თამაშს ვეღარ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს ტურნირის დაწყებამდე პრესნელ კიმბემპე, კრისტოფერ ნკუნკუ და კარიმ ბენზემა გამოაკლდათ, უფრო ადრე კი პოლ პოგბა და ნგოლო კანტე. ფრანგებმა კატარის მუნდიალის პირველ მატჩში ავსტრალიის ნაკრები 4:1 დაამარცხეს.

0.130401