ფეხბურთი

2:50 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "იტალიის არყოფნა უსამართლობაა, როგორ შეიძლება ევროპის ჩემპიონი მუნდიალზე არ იყოს"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის, იტალიის ნაკრების არყოფნას უსამართლობა უწოდა.

„დიდ ტურნირებზე უფრო ხშირად თეთრი მაისურით ვთამაშობთ, ვიდრე წითლით და ჩვენი მეტსახელია „ლა როხაა“ - ამიტომ, ვითხოვე, იყო თუ არა შესაძლებელი, რომ წითელი მაისურით გვეთამაშა პირველ ტურში და ასეც იქნება. ძალიან ლამაზი მაისურია, მომწონს და იმედი მაქვს, რომ პლეი-ოფშიც ოთხივე მატჩს წითელი მაისურით ვითამაშებთ.

იტალიის არყოფნა? ძალიან ვწუხვარ, რომ იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა. ეს უსამართლობაა, როგორ შეიძლება ევროპის ჩემპიონი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იყოს? თუმცა, ეს აჩვენებს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა ადვილი არ არის“, - თქვა ლუის ენრიკემ.

აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის ნაკრები 23 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე კოსტა რიკის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116088