რაგბი

23:40 | 22.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესამე ტაიმი და სოსო ტყემალაძის სიურპრიზი ქომაგებს

კარდიფში უელსზე ისტორიული გამარჯვება ბორჯღალოსნებმა ტრადიციული მესამე ტაიმით თბილისში, არატრადიციულად აღნიშნა, – პირველად, ამ საზეიმო თავყრილობაზე კარი რაგბის ქომაგთა კლუბის ასობით წევრს გაუხსნა და კითხვებზე პასუხებისა და ავტოგრაფების მიღების საშუალება მისცა, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოებიც.

ზეიმი რამდენიმე საათს გაგრძელდა და სიურპრიზით დასრულდა – რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, სოსო ტყემალაძემ 10 ქომაგი საკუთარი სახსრებით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებთან ერთად მიიწვია. იღბლიან ქომაგთა შორის 15 წლის ალექსანდრეც არის, რომელიც ყველა სარაგბო მატჩს ესწრება და ქართველ მორაგბეებს ემოციურად გულშემატკივრობს, – „მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, რომელიც ამიხდა – ეს ნამდვილი სასწაულია“ – განაცხადა ნიკამ.

„არასდროს ქართული რაგბის წინაშე არ ყოფილა გახსნილი ისეთი ჰორიზონტები როგორიც დღეს გვაქვს, – მსოფლიო რაგბთან, რაგბი ევროპასთან მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს ჩართვაზე ყველაზე ელიტურ ტურნირებში – სწორი სამწვრთნელო და საშეჯიბრო სტრატეგია, მომავლის სწორი ხედვა და დაგეგმვა, მიმდინარე პროცესების თანმიმდევრული მართვა და მჭიდრო კომუნიკაცია რაგბის ყველა საერთაშორისო ადმინისტრაციასთან – ეს არის ის კურსი რამაც ამ მომენტამდე მოგვიყვანა და ეს არის რის გამოც ჩვენ პირველად ასეთ მასობრივ შეხვედრას ვმართავთ რაგბის გულშემატკივრებთან“ – განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა.

უელსთან ტრიუმფს, წინ ექვსი ერის კიდევ ერთ წევრ იტალიასთან გამარჯვება უძღოდა, – მსოფლიო პრესა მიიჩნევს, რომ სარაგბო რუკაზე საქართველო დღეს ისე გამოიკვეთა როგორც არასდროს და, რომ ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისია.

RUGBY.GE

0.11197